ფსიქოლოგია

პაემანი

2.5 წუთი
პაემანი

შესავალი

პაემანი ადამიანური ურთიერთობებისა და კულტურის წარმტაცი ნაწილია. ის ორი ადამიანის გაცნობის საშუალებაა და ხშირად რომანტიკული ურთიერთობების საწყის ეტაპს წარმოადგენს.

სტატია

პაემანი ადამიანური ურთიერთობებისა და კულტურის წარმტაცი ნაწილია. ის ორი ადამიანის გაცნობის საშუალებაა და ხშირად რომანტიკული ურთიერთობების საწყის ეტაპს წარმოადგენს. რამდენიმე მომენტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ გაცნობის დროს:

  • იცნობდე საკუთარ თავს: თქვენი ღირებულებების, ინტერესებისა და იმის გაგება, თუ რას ეძებთ ურთიერთობაში, დაგეხმარებათ გაცნობის გზაზე. ეძებთ გრძელვადიან ურთიერთობას თუ გაინტერესებთ არაფორმალური გაცნობა?
  • კომუნიკაცია: მკაფიო და გულწრფელი კომუნიკაცია არის ნებისმიერი ურთიერთობის გასაღები, მათ შორის პაემნებიც. იყავით ღია საკუთარ გრძნობებთან, მოლოდინებთან და შიშებთან. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს გაუგებრობების თავიდან აცილებას, არამედ აძლიერებს ნდობასა და სიახლოვეს.
  • პატივისცემა: პატივი ეცით სხვა ადამიანის გრძნობებს, სურვილებსა და საზღვრებს. მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვალსაზრისი ან კომფორტის დონე და მნიშვნელოვანია ამ განსხვავებების პატივისცემა.
  • არ იჩქაროთ: არ არის საჭირო აჩქარება. მნიშვნელოვანია დრო დაუთმოთ სხვა ადამიანის გაცნობას და მისცეთ საშუალება ურთიერთობას განვითარდეს საკუთარი ტემპით.
  • იფიქრეთ უსაფრთხოებაზე: ახალ ადამიანთან შეხვედრისას, პირველ ადგილზე ყოველთვის დააყენეთ საკუთარი უსაფრთხოება. შეხვედრა დანიშნეთ საზოგადოებრივ ადგილებში, უამბეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს თქვენი გეგმების შესახებ და თუ რაიმე საეჭვოდ მოგეჩვენათ, მოუსმინეთ საკუთარ ინსტინქტებს.
  • ისიამოვნეთ: გაცნობა უნდა იყოს სახალისო და სასიამოვნო გამოცდილება. ეს არის ახალი ადამიანების შეხვედრისა და მათი გაცნობის შანსი და ვინმე განსაკუთრებულის პოვნის შესაძლებლობა.
  • გაგებით მოეკიდეთ უარს: შესაძლებელია ყველა პაემანი და ურთიერთოვა ვერ შედგეს და ეს ნორმალური მოვლენაა. მნიშვნელოვანია უარი ღირსეულად მივიღოთ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანის გადაწყვეტილებას.
  • გაცნობა ინტერნეტის მეშვეობით: ონლაინ გაცნობა სულ უფრო პოპულარული ხდება და შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ადამიანებთან შესახვედრად, განსაკუთრებით მაშინ თუ დაკავებული ხართ ან ურთიერთობის ვიწრო წრეში ტრიალებთ.

უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ფრთხილად იყავით პირადი ინფორმაციის გაზიარებისას და დაიცავით პატივისცემის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების იგივე პრინციპები, როგორც პირისპირ შეხვედრისას.

გახსოვდეთ, ყველა ადამიანს აქვს გაცნობის საკუთარი უნიკალური გზა და ნორმალურია, თუ გინდათ შესვენების გაკეთება, როცა დაქანცული ან გაოგნებული ხართ. ნუ მისცემთ უფლებას საზოგადოებრივ ზეწოლასა თუ მოლოდინებს გიკარნახოთ თქვენი ცხოვრება გაცნობის საკითხთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანია - იყო ის, ვინც ხარ.

კომპანია Kimberly-Clark არ იძლევა არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას ინფორმაციის სისრულესთან ან სიზუსტესთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სახელმძღვანელოდ და არ უნდა შეცვალოს პროფესიონალური სამედიცინო კონსულტაცია ან სამედიცინო მუშაკების სხვა რეკომენდაციები.

რეკომენდებული პროდუქცია