ჯანმრთელობა

შარდის შეუკავებლობა

4 წუთი
შარდის შეუკავებლობა

შესავალი

შარდის შეუკავებლობა ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დელიკატური პრობლემაა თანამედროვე უროლოგიასა და გინეკოლოგიაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხდება სპონტანური შარდვა დასვენების ან ფიზიკური მუშაობის დროს, ასევე ცემინებისა და სიცილისას.

სტატია

შარდის შეუკავებლობა ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დელიკატური პრობლემაა თანამედროვე უროლოგიასა და გინეკოლოგიაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხდება სპონტანური შარდვა დასვენების ან ფიზიკური მუშაობის დროს, ასევე ცემინებისა და სიცილისას.

აქ უმალ თავს იჩენს არაერთი ჰიგიენური პრობლემა, გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ საცვალი პერიოდულად სველია, რაც იწვევს არასასურველ სუნს - ასეთ სიტუაციაში ქალისთვის სოციალიზაცია მიმდინარეობს უსიამოვნო დაძაბულობაში და იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს.

ყველაზე ხშირად ეს დაავადება გვხვდება 30-50 წლამდე აქტიური შრომისუნარიანი ასაკის ქალებში. მაგრამ მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართავს ექიმს აღნიშნული პრობლემით.

ბევრმა ქალმა არც კი იცის, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს და უმეტეს შემთხვევაში რცხვენიათ თავისი პრობლემის ან ნორმად მიიჩნევენ მას.

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები ვისაც გააჩნია:

  • ჭარბი წონა;
  • პოსტმენოპაუზის პერიოდში;
  • გამოვლილი აქვთ რთული ტრავმული მშობიარობა;
  • მრავალშვილიანი დედები;
  • გადატანილი აქვთ მძიმე გინეკოლოგიური დაავადებები;
  • გააჩნიათ ინფექციური დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტის მქონე.

შარდის შეუკავებლობა იყოფა 3 ჯგუფად:

  • შარდის სტრესული შეუკავებლობა - შარდის უნებლიე გაჟონვა ძალისხმევის, ხველის ან ცემინებისას;
  • შარდის ურგენტული შეუკავებლობა - შარდის უნებლიე გაჟონვა, რომელიც ჩნდება მოშარდვის მკვეთრი სურვილისთანავე;
  • შერეული შეუკავებლობა - შარდის უნებლიე გაჟონვა, რომელსაც თან ახლავს უეცარი სურვილი, ასევე უეცარი ძალისხმევა, დაძაბულობა, ცემინება ან ხველა.

ზოგადად, შეუკავებლობა გულისხმობს კუნთების კონტროლის დაკარგვას სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც იწვევს გაჟონვას ნებისმიერ დროს. შედეგად, ქალი შეიძლება გახდეს დეპრესიული, უარი თქვას სოციალურ აქტივობაზე, პარტნიორთან ინტიმურ ურთიერთობაზე. იზრდება შორისის დაინფიცირების რისკი.

მკურნალობის ვარიანტები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, მაგრამ ადრეული ასაკიდანვე შესაძლებელია და საჭიროა გააკეთოთ კეგელის ვარჯიშები, რადგან მენჯის ძირის კუნთები ყოველთვის იყოს ტონუსში. გავრცელებული აზრია, რომ ეს ვარჯიში მხოლოდ ორსულებისთვისაა, მაგრამ მენჯის ძირის კუნთების ტონუსი მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკსა და პირობებში, რადგან ეს ზოგადად ქალის ჯანმრთელობის საკითხია. წაიკითხეთ დეტალურად აღნიშნული ვარჯიშის შესახებ აქ (მენჯის ძირის გასამაგრებელი ვარჯიშები)

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასეთი დიაგნოზით შესაძლებელია სრულფასოვანი ცხოვრების წარმართვა.

ასეთი შემთხვევებისათვის Kotex-მა შეიმუშავა სპეციალური პროდუქტი მსუბუქი შეუკავებლობისა და ყოველდღიური გამონადენისაგან დასაცავად - ყოველდღიური საფენები Kotex 2-1-ში.

FlexLoc™ ცენტრი შეიცავს სპეციალურ შთანმთქმელ კომპონენტს, რომელიც ანეიტრალებს შარდის სუნს და გეხმარებათ სიმშრალის დიდხანს შენარჩუნებაში. საფენები არის თხელი, მოქნილი და ადაპტირებულია სხეულის ანატომიასთან, მთელი დღის მანძილზე კომფორტის უზრუნველსაყოფად. თითოეული საფენი შეფუთულია ინდივიდუალურ კონვერტში, ასე რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თან წაიღოთ რამდენიმე, თუ საჭირო გახდება დღის განმავლობაში მათი შეცვლა.

ქალის საშარდე სისტემის ანატომია ხელს უწყობს ნეგატიურ პათოლოგიურ გამოვლინებებს, ამიტომ ნებისმიერ ასაკში საჭიროა მოუფრთხილდეთ საკუთარ თავს, მოერიდოთ ფიზიკურ გადატვირთვას, დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაკავდეთ სპორტით.

თუმცა, თუ შარდის შეუკავებლობის სიმპტომები ახალგაზრდა ასაკში ან მენოპაუზის დროს იჩენს თავს, სწორი დიაგნოზის დასადგენად და შემდგომი მკურნალობისათვის საჭიროა გინეკოლოგთან ან უროგინეკოლოგთან მიმართვა. მთავარია არ შეეგუოთ პრობლემას და შეეცადოთ მის გადაწყვეტას სიტუაციის გართულების გარეშე.

გახსოვდეთ ჰიგიენა, გამოიყენეთ საფენები Kotex 2-1-ში, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და არავითარ შემთხვევაში არ დააპაუზოთ თქვენი ცხოვრება, დატკბით ყოველი წამით!

კომპანია Kimberly-Clark არ იძლევა არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას ინფორმაციის სისრულესთან ან სიზუსტესთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სახელმძღვანელოდ და არ უნდა შეცვალოს პროფესიონალური სამედიცინო კონსულტაცია ან სამედიცინო მუშაკების სხვა რეკომენდაციები.

რეკომენდებული პროდუქცია