დაგვიკავშირდით

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?

Kotex ®-ში ჩვენ შთაგვაგონებენ თქვენნაირი ქალებით, ამიტომ თქვენი გამოხმაურება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი კავშირის მეთოდის გამოყენებით.

საშუალოდ, თითოეული გოგონა კარგავს 75 მლ-დან 125 მლ-მდე სისხლს მთელი ციკლის პერიოდში - ეს არის 3-5 სუფრის კოვზი.

არა, არ ინერვიულოთ ეს სავსებით ნორმალურია, რომ მენსტრუაცია არ იწყება ყოველთვიურად ერთსა და იმავე დროს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მენსტრუაცია ციკლურად მიმდინარეობს ციკლი გრძელდება მენსტრუაციის დაწყების პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის დაწყების პირველ დღემდე და არა მკაცრად თვეობით. საშუალო ციკლი შეადგენს დაახლოებით 28 დღეს, მაგრამ რადგან თითოეული ციკლი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჰორმონებზე, ემოციებზე, შენს პირად ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე, ის შეიძლება იყოს უფრო მოკლე (21 დღე) ან უფრო გრძელი (ზოგჯერ 90 დღემდე).

თუ პირველი მენსტრუაცია დადგა თვის დასაწყისში, ხოლო მეორე ბოლოსკენ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მოკლე ციკლი. ჩვეულებრივ, მენსტრუაციის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გოგონას ციკლი არასტაბილურია ვიღაცისთვის უფრო გრძელია, ვიღაცისთვის ბევრად მოკლე, როგორც თქვენი. ციკლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოხდება „ოვულაცია“ ან მომწიფება. ასე რომ, ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალურია და არ ღირს ნერვიულობად

დაკავდეთ თუ არა ყველას პირადი საქმეა.
თუ კი თქვენ და თქვენი პარტნიორი კომფორტულად გრძნობთ თავს, მაშინ რატომაც არა.
მაგრამ არსებობს მთელი რიგი თანმხლები რისკები, რომელთა შესახებაც უნდა გაგაფრთხილოთ.

მენსტრუაციის დროს სექსი:
იწვევს დაუგეგმავი ორსულობის რისკს (თუ არ არის დაცული).
იწვევს სქესობრივი გზით გადამდები მთელი რიგი ინფექციების შეღწევის საშიშროებას, საშოში არსებული სისხლიანი (და ბაქტერიების განვითარებისათვის ძალიან ხელსაყრელი) გარემოს გამო.

ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამონადენის სიუხვეზე. საშუალოდ, საფენი ან ტამპონი უნდა გამოიცვალოს ყოველ 3 4 საათში.

გოგონებს აქვთ მენსტრუაცია, იმიტომ რომ ისინი განსაკუთრებულები არიან მენსტრუაცია არ არის დაავადება, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ყოველთვიურად ხდება ყველა ქალის ორგანიზმში. პირველი მენსტრუაციის დადგომა მიუთითებს იმაზე, რომ თქვსნ ჯანმრთელი ხართ, გაქვთ ოვულაცია და მომავალში შეძლებთ შვილების ყოლა.

ნუ შეშინდებით, სავარაუდოდ თქვენ უფრო გრძელი ციკლი გაქვთ ეს ნორმალურია ზოგჯერ მოვლენებმა თქვენს ცხოვრებაში შეიძლება შეაფერხოს "ოვულაცია" და კვერცხუჯრედის მომწიფება. როდესაც ასე ხდება, მენსტრუაცია მოგვიანებით იწყება.

ოვულაციის დაგვიანების შესაძლო მიზეზები:
Სტრესი
დიდი ფიზიკური დატვირთვა.
ექსტრემალური დიეტა (ანორექსია)
ემოციური აშლილობა.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ იცურაოთ მენსტრუაციის დროს მხოლოდ აუზზე ან წყალში ცურაობამდე გაიკეთეთ ტამპონი და არა საფენი

საქალწულე აპკიში არის 1,5 2 სმ ის დიამეტრის ხვრელი, რომლიდანაც გამოედინება მენსტრუალური ნაკადი. Kotex ის ტამპონები სპეციალურად არის დაპროექტებული ისე, რომ ტამპონმა თავისუფლად შეაღწიოს აღნიშნულ ხვრელში, მაგრამ ამავე დროს საიმედოდ დაიცვას გაჟონვისგან. გარდა ამისა, მენსტრუაციის დროს საქალწულე აპკი ხდება ძალიან ელასტიური, ამიტომ რთულია მისი დაზიანება.

ნუ ღელავ და თავისუფლად ისარგებლე ტამპონებით, თუ ისინი შენთვის უფრო მოსახერხებელია. ყურადღებით გაეცანი ინსტრუქციას, რათა დარწმუნდე, რომ ტამპონი შეგყავს სწორად.

Რა თქმა უნდა ბიჭები ვერ გაიგებენ, რომ მენსტრუაცია გაქვთ, სანამ თავად არ შეატყობინებთ მათ.

ყველაფერი ინდივიდუალურია და თითოეულ გოგონას მენსტრუაცია ეწყება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ამისათვის მომწიფდება (საშუალოდ 8 დან 18 წლამდე). ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების წესსა და გენეტიკურ მიდრეკილებებზე.

საინტერესო ფაქტი: გოგონებს, რომელთაც მენსტრუაცია ეწყებათ ადრე უსრულდებათ 50 წლის შემდგომ ასაკში. გოგონებს, რომელთაც მენსტრუაცია ეწყებათ გვიაინ ზოგჯერ უსრულდებათ 40 წლამდე ასაკში

არ აჰყვეთ პანიკას უპირველეს ყოვლისა, გაიკეთეთ საფენი. გამოიცვალეთ ის ყოველ 4 საათში ერთხელ. შეახვიეთ გამოყენებული საფენი ტუალეტის ქაღალდში ან თავის შესაფუთში. გააგრძელეთ დღე ისე, თითქოს არაფერი ხდება

თუ თქვენს დას ასეთი რამ არ შემთხვევია ადრე, და მას ჰქონდა სექსი მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ერთ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ის ორსულადაა. როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი აღწევს საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ამან შეიძლება გამოიწვიოს მცირე სისხლდენა. ქალებს ჰგონიათ რომ მათ მენსტრუაცია აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ორსულად არიან. ჩვენ ვურჩევდით მას, იყიდოს ორსულობის სწრაფი ტესტი. ასეთი „ერთდღიანი მენსტრუაციის“ სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური პრეპარატები.

ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს.

ეგრეთ წოდებული „კონტრაცეფციის“ ასეთი მეთოდი არ არის უსაფრთხო, რადგან სპერმატოზოიდებს აქვთ პატარა კუდები, რომელთა მეშვეობითაც მათ შეუძლიათ შეაღწიონ საშოში სქესობრივი აქტის შემდგომ. უფრო მეტიც, დაუცველი სექსი არ დაგიცავთ 35 ზე მეტი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისაგან. ცუდი იდეაა

ამას ეწოდება მკერდის „ციკლური“ ცვლილება, რომელიც იწყება მაშინ, როდესაც გოგონას ეწყება მენსტრუალური ციკლი და გრძელდება ყოველი ციკლი, მენოპაუზამდე. მკერდში ცვლილებები იწყება ციკლის შუა პერიოდში, როდესაც ჰორმონების დონე იმატებს. შემდეგ, მენსტრუაციის დაწყებამდე, ჰორმონების დაბალი დონე იწვევს სისხლდენას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მკერდის სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი. დარწმუნდით, რომ ამ დროს ატარეთ კარგად დამჭერ და კომფორტულ ბიუსტჰალტერს.

ზოგიერთ გოგონას უხვი მენსტრუალური გამონადეი აქვს გენეტიკური მიდრეკილების გამო – ანუ გოგონას დედასაც აქვს უხვი გამონადენი. ზოგიერთ ქალში უხვი, მტკივნეული მენსტრუაცია დაკავშირებულია ჭარბ ცხიმოვან ქსოვილთან, რომელშიც გროვდება ესტროგენი. ესტროგენი არის ჰორმონი, რომელიც ეხმარება საშვილოსნოს შიდა გარსის ზრდას. მეტი ესტროგენი = მეტად სქელი გარსი = უხვი მენსტრუაცია.

გირჩევთ ასპირინის მიღებას მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. მენსტრუაციის დროს ტკივილის შესამცირებლად, დაიდეთ რაიმე თბილი, მაგალითად, სათბურა. ან მიიღეთ თბილი აბაზანა ან შხაპი. თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს ექიმს გირჩიოთ შესაფერისი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

გტკივა მუცელი თუ საშვილოსნო, რომელიც მდებარეობს ოდნავ ქვემოთ? ზოგიერთი ქალი მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე განიცდის „მუცლის აშლილობას“, ან შეიძლება მენსტრუაციის დღეს იგრძნოს გულისრევა. მეორეს მხრივ, მენჯის არეში ტკივილი ჩვეულებრივ ჩნდება საშვილოსნოს შეკუმშვისას, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს საშარდე გზების ინფექციით ან მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სხვა ინფექციებით.

თუ ტკივილი მსუბუქდება სითბოს აბაზანის, შხაპის ან ცხელი წყლიანი ბოთლის ზემოქმედებით სავარაუდოდ, ეს "მენსტრუალური ტკივილია", რომელიც გაგივლით. სთხოვეთ ექიმს გირჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ამ მძიმე დღეების გადალახვაში თუ ტკივილი აუტანელია, მაშინ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

მენსტრუალური ტკივილები მენსტრუაციის დაწყებამდე სრულიად ნორმალურია და არ გჭირდებათ ამაზე ღელვა უბრალოდ ისწავლეთ მასთან გამკლავება. გიამბობთ მენსტრუაციის პროცესის შესახებ. წარმოიდგინეთ თქვენი შეკრული მუშტის ზომის საშვილოსნო ახლა მოუჭირეთ მუშტს, რათა მოახდინოთ „შეტევების“ იმიტაცია, სწოდედ ასე იქცევა საშვილოსნო მენსტრუაციის დაწყებამდე, რათა დაშალოს შიდა გარსი, რომელსაც ენდომეტრიუმი ეწოდება. სწორედ ამიტომ აქვს ადგილი მუცლის ტკივილს. ისუნთქეთ ღრმად, ხელი მოუსვით მუცელს, დაიდეთ რაიმე თბილი.

მენსტრუალური ტკივილები ჩვეულებრივ გამოწვეულია საშვილოსნოს „შეკუმშვით“. ეს ღრუ კუნთოვანი ორგანო, დაახლოებით თქვენი შეკრული მუშტის ზომით, უნდა „შეიკუმშოს“, რათა დაშალოს შიდა გარსი, რომელსაც ენდომეტრიუმი ეწოდება, რათა მან შეძლოს საშვილოსნოს გაწმენდა. ჰორმონი, რომელსაც ეწოდება პროსტაგლანდინი, ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, მაგრამ თუ ქალს მოჭარბებულად აქვს ეს ჰორმონი, შეკუმშვა შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი და მტკივნეული. პროსტაგლანდინის კონტროლი შესაძლებელია მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ასპირინის მიღებით.

არა, ეს გარემოებები არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული

მენსტრუაციის დაწყების წინ ზურგის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ხერხემლის გამრუდებით. ზოგჯერ ეს გამოწვეულია საშვილოსნოს მდებარეობით, როდესაც შეკუმშვისას ის იხრება უკან და არა წინ.

არ ღირს დროზე ადრე ღელვა. დაგვიანება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა, მათ შორის ორსულობასთან კავშირის არ მქონე მიზეზითაც: არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ინტენსიური ვარჯიში, სტრესი, გარკვეული მედიკამენტების მიღება, წონის ცვლილება. თუ მენსტრუაცია დაგვიანებულია 6 7 დღით, ეს არის ციკლის ნორმალური რყევები.

თუ დაგვიანება 7 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ან სხვა მიზეზით გაწუხებთ, უმჯობესია კონსულტაციისათვის მიმართოთ გინეკოლოგს. მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია სწორად დაადგინოს შეფერხების მიზეზი.

არა. ეს არის სისხლდენა, რომელიც ნორმალურ მენსტრუაციაზე მეტხანს გრძელდება. გირჩევთ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ზოგიერთ გოგონას აქვს გულისრევა ეს არ არის საშიში. უბრალოდ დარწმუნდით, რომ არ სვამთ ბევრ სითხეს, მათ შორის ნოყიერ წვნიანს ან გაჯერებულ ცხელ შოკოლადს.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით რამდენი წლის ხართ ან როგორია თქვენი დაავადების ისტორია, მაგრამ თქვენი ისტორია ნამდვილად კერძო შემთხვევაა. ასე არ უნდა იყოს. გთხოვთ მიმართოთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

გამონადენი უსიამოვნო სუნით ჩვეულებრივ მიუთითებს ინფექციის არსებობაზე, რომლის მკურნალობაც აუცილებელია. ყველა ვაგინალური ინფექცია არ არის სქესობრივი გზით გადამდები, მაგალითად არის ბაქტერიული ვაგინიტი. მიმართეთ ექიმს რაც უფრო მალე განიკურნებით, მით უკეთესი

სუნიანი გამონადენები, რომელთაც თან ახლავთ საშოს ან ლაბიის ქავილი, გაღიზიანება და სიწითლე წარმოადგენს ინფექციურ გამონადენს. ფერი შეიძლება იყოს ყვითელი, მწვანე ან თეთრი, შეიძლება იყოს ქაფიანი და ჰქონდეს უსიამოვნო სუნი. ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს და განიკურნოს ექიმთან. თუ სქესობრივად აქტიური ხარ, თქვენმა პარტნიორმაც უნდა გაიაროს მკურნალობა, რადგან ნებისმიერმა ინფექციამ შეიძლება მრავალი გართულება გამოიწვიოს.

ნებისმიერი გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს და გაღიზიანებას (ციკლის ნებისმიერ სტადიაზე) საჭიროებს სამედიცინო კონსულტაციას ეს შეიძლება იყოს რძიანა ან გენიტალური ინფექცია. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს შემდეგ ჯერზე, როდესაც ეს გამონაყარი იჩენს თავს, რათა შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება და მკურნალობა.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ივარჯიშოთ მენსტრუაციის დროს. უფრო მეტიც, ფიზიკური დატვირთვა ამცირებს ტკივილს მენსტრუაციის დროს. და ტამპონების ტარება ამ პროცესს ბევრად უფრო მარტივს და მოსახერხებელს გახდის.

დიახ, მენსტრუაციის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.

პირველ რიგში, ნუ შეშინდებით ტამპონის ჩასმა არ არის საშიში და სახიფათო.

თავდაპირველად გაეცანით შეფუთვაზე მოცემულ ინსტრუქციას, მასზე დეტალურად არის აღწერილი და ნაჩვენები ტამპონის ჩასმის პროცედურა. მაგრამ თუ გაუგებრობები კვლავ რჩება, მაშინ ჩვენი მინი ინსტრუქცია დაგეხმარებათ.

  • დარწმუნდით, რომ ხელები სუფთაა.
  • ამოიღეთ ტამპონი შეფუთვიდან (ის იხსნება ხაზის გასწვრივ მობრუნებით) და დაეკიდეთ ძაფზე.
  • გადაწყვიტეთ რომელ პოზაში იქნება მოსახერხებელი ტამპონის შეყვანა. სცადეთ ეს უნიტაზზე ჯდომისას, ან დამდრარ მდგომარეობაში, ცალი ფეხით აბაზანის კიდეზე მიყრდნობილმა.
  • დაიჭირეთ ტამპონი თქვენთვის მოსახერხებლად. ყველაზე უმჯობესი გზაა საჩვენებელი თითის განთავსება ტამპონის ძირში, ხოლო ძაფის თავისუფლად დატოვება.
  • მოდუნდით და ნაზად ჩასვით ტამპონი საშოს ძირში: ჯერ ზემოთ და შემდეგ დიაგონალზე ზურგისაკენ. დააკვირდით, რომ ძაფი გარეთ რჩებოდეს.
  • ახლა სცადეთ გაიაროთ, იხტუნოთ, დაჯდეთ დარწმუნდით, რომ ტამპონი ზის კომფორტულად. თუ ამას არ გრძნობთ ყველაფერი სწორად გააკეთეთ თუ ტამპონი შიგნიდან იგრძნობა, სცადეთ მისი გადატანა ცოტა უფრო შორს. არ ინერვიულოთ, ტამპონი არსად „დაიკარგება“ და არ წავა შორს.
* მიუთითებს საჭირო ველებზე
*მომართვის მიზეზი
*სახელი
*გვარი
*Email-ი
ტელეფონის ნომერი
*კომენტარები
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის ტიპი
პროდუქტის დასახელება
* თანახმა ვარ, რომ Kotex-მა გამიზიაროს ინფორმაცია სპეციალური აქციების, შეთავაზებებისა და პროდუქტების შესახებ.
თუ თქვენ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის, გთხოვთ, სთხოვეთ თქვენს მშობლებს ან კანონიერ მეურვეს გამოგვიგზავნოს ჩვენ თქვენი შეკითხვა ან კომენტარი. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უფლება შევაგროვოთ ინფორმაცია 18 წლამდე ასაკის პირებისაგან ან ვუპასუხოთ მათ მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს.