ორსულობა
შესავალი
მოზარდების ორსულობის სტატისტიკა იზრდება, მაგრამ ახალგაზრდა გოგონები ვერ აცნობიერებენ შედეგებს, სანამ უკვე ძალიან გვიან არ არის! 18 წლამდე მოზარდ გოგონებში ორსულობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დესტრუქციულ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ განვითარებაზე. ასეთ ადრეულ ასაკში გოგონა ვერ ასწრებს მომწიფებას როგორც პიროვნება, განათლების მიღებასა და ბავშვის წინაშე პასუხისმგებლობის ხარისხის გააზრებას.
სტატია
მოზარდების ორსულობის სტატისტიკა იზრდება, მაგრამ ახალგაზრდა გოგონები ვერ აცნობიერებენ შედეგებს, სანამ უკვე ძალიან გვიან არ არის! 18 წლამდე მოზარდ გოგონებში ორსულობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დესტრუქციულ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ განვითარებაზე. ასეთ ადრეულ ასაკში გოგონა ვერ ასწრებს მომწიფებას როგორც პიროვნება, განათლების მიღებასა და ბავშვის წინაშე პასუხისმგებლობის ხარისხის გააზრებას.
როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა?
მოდით დავიწყოთ! ერთადერთი სწორი გზა, დაორსულების საწინააღმდეგოდ, არის სექსზე უარის თქმა. სექსის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლამდეც გაცნობიერების გზით უნდა მივიდეთ.
მაგრამ, თუ თქვენ და თქვენს პარტნიორს უკვე გაქვთ სექსი, მაშინ საჭიროა:
- ერთად მიმართოთ ექიმს, რათა განიხილოთ თუ რომელი ტიპის კონტრაცეპტივის გამოყენებას აპირებთ.
- ექიმმა ასევე უნდა მოგცეთ რჩევა, თუ როგორ გამოიყენოთ ეს კონტრაცეპტივები პასუხისმგებლობით და სისტემატურად.
თუ გქონიათ დაუცველი სექსი და ნამდვილად გაწუხებთ არასასურველი ორსულობა, შეგიძლიათ შეიძინოთ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები აფთიაქში ან ექიმთან. ეს აბი უნდა იქნას მიღებული სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ მას აქვს მთელი რიგი გვერდითი მოვლენები, ამიტომ უმჯობესია კონსულტაციისათვის მიმართოთ სპეციალისტს და ხშირად არ გამოიყენოთ გადაუდებელი კონტრაცეფცია.
რა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს, რომ ორსულად ხართ?
- დაგვიანებული მენსტრუაცია. მომხდარი ჩასახვის ძირითადი ნიშანია მენსტრუაციის არარსებობა.
- გულისრევა და ღებინება. დილის საათებსი შეუძლოდ ყოფნა ორსულობის ერთ-ერთი ტიპიური ნიშანია და შეიძლება დაიწყოს ჩასახვიდან ორი კვირის შემდეგ.
- მკერდის ტკივილი.
- შარდის ბუშტზე ზეწოლა და ტუალეტში უფრო ხშირად სირბილის სურვილი.
- ჰორმონების ცვლილება იწვევს ემოციურ ძვრებს და ასევე მუდმივი დაღლილობის შეგრძნება ორსულობის ადრეული ნიშანია.
თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გქონდათ სექსი და გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი სიმპტომი, გირჩევთ შეიძინოთ ექსპრეს ორსულობის ტესტი აფთიაქში.
თუ ტესტი ძალიან ადრე გაკეთდა, შეიძლება პასუხი ცრუ უარყოფითი იყოს. მაგრამ სისხლის ანალიზს შეუძლია დაადასტუროს ორსულობა მენსტრუაციის შეწყვეტამდე დიდი ხნით ადრე. თუ განიცდით, სთხოვეთ თქვენს ექიმს სისხლის ანალიზისთვის მიმართულების მიცემა.
შემდეგი ნაბიჯი არის ამის შესახებ ვინმესთან საუბარი. მთავარია გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს მეგობრები და ოჯახი გჭირდებათ ისე ძლიერ, ვიდრე ოდესმე და მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საუბარი.
თქვენი შვილის მამას უფლება აქვს იცოდეს ორსულობის შესახებ და ასევე იყოს პასუხისმგებელი ამაზე!