პირველი მენსტრუაცია

თქვენი პირველი მენსტრუაციის ნავიგაცია: მენარქეს გზამკვლევი

5 წუთი
თქვენი პირველი მენსტრუაციის ნავიგაცია: მენარქეს გზამკვლევი

შესავალი

მენსტრუაციის დაწყება, ასევე ცნობილია როგორც მენარქე, მნიშვნელოვანი ეტაპია გოგონას ცხოვრებაში. ეს წარმოადგენს რეპროდუქციული უნარის საწყისსა და არის ერთ-ერთი იმ მრავალ ცვლილებათაგანი, რომელიც ხდება სქესობრივი მომწიფების დროს.

სტატია

მენსტრუაციის დაწყება, ასევე ცნობილია როგორც მენარქე, მნიშვნელოვანი ეტაპია გოგონას ცხოვრებაში. ეს წარმოადგენს რეპროდუქციული უნარის საწყისსა და არის ერთ-ერთი იმ მრავალ ცვლილებათაგანი, რომელიც ხდება სქესობრივი მომწიფების დროს. ეს სტატია მიზნად ისახავს მოგაწოდოთ დეტალური სახელმძღვანელო თქვენი პირველი მენსტრუაციის გაგებისა და მასში ორიენტაციის შესახებ.

მენარქეს ცნება

მენარქე ჩვეულებრივ ხდება 9-დან 16 წლამდე ასაკში, თუმცა ეს შეიძლება განსხვავდებოდეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა გოგო ვითარდება თავისი ტემპით და არ არსებობს მენარქეს „სწორი“ ასაკი. ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალ ცვლილებათაგან, რომელსაც გოგონები ხვდებიან სქესობრივი მომქიფების პერიოდში, ისეთ ცვლილებებთან ერთარ, როგორიცაა ზრდის აჩქარება, მკერდის განვითარება და სხეულზე თმების ზრდა.

პირველი მენსტრუალური ციკლი

თქვენი პირველი მენსტრუაცია მოხდება როგორც თქვენი მენსტრუალური ციკლის ნაწილი. ეს ციკლი წარმოადგენს ცვლილებების სერიას, რომელსაც თქვენი სხეული განიცდის შესაძლო ორსულობისთვის მოსამზადებლად. ეს გამოწვეულია ჰორმონების დონის რყევებით, საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოსვლით (ოვულაცია) და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმი) გასქელებით. თუ გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა სპერმატოზოიდით, საშვილოსნოს გასქელებული ლორწოვანი გარსი იშლება, რაც იწვევს მენსტრუაციას. თქვენი პირველი მენსტრუაცია ჩვეულებრივ გრძელდება 2-დან 7 დღემდე. სისხლდენა შეიძლება დაიწყოს ღია ფერის ლაქების სახით და გაიზარდოს ან დარჩეს საკმაოდ მსუბუქი მთელი პერიოდის განმავლობაში. ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ღია წითელიდან ყავისფერამდე. ზოგადი სიმპტომები

პირველი მენსტრუაციის დროს და ხშირად რამდენიმე დღით ადრე, შეიძლება გაგიჩნდეთ გარკვეული სიმპტომები. მათგან ყველაზე გავრცელებულია:

  • სპაზმები მუცელში: ეს ხდება საშვილოსნოს შეკუმშვის გამო, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მოსაშორებლად. ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმემდე.
  • მკერდის მტკივნეულობა: ეს გამოწვეულია ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებით და ხშირად ქრება მენსტრუაციის დასრულების შემდეგ.
  • დაღლილობა: შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად დაღლილად იგრძნოთ თავი.
  • განწყობის ცვლილება: ჰორმონის დონის მერყეობამ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანება ან ემოციური მგრძნობელობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველას არ აქვს აღნიშნული სიმპტომები, ხოლო მათთვის, ვისაც გააჩნია, სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსივობით.

როგორ გავუმკლავდებით პირველ მენსტრუაციას?

პირველ მენსტრუაციასთან გამკლავება შეიძლება შემაშინებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ არსებობს მასთან გამკლავების რამდენიმე ეფექტური ხერხი:

  • ჰიგიენის საშუალებები: ხელმისაწვდომია ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებები, როგორიცაა საფენები, ტამპონები და მენსტრუალური ჭიქები. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საფენები უფრო ადვილი გამოსაყენებელია. აირჩიეთ ის, რომელშის თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ.
  • ტკივილის შემსუბუქება: ტკივილგამაყუჩებლების მიღება, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
  • თვალყურის დევნება: მენსტრუალური ციკლის მეთვალყურეობა დაგეხმარებათ შემდეგი მენსტრუაციისთვის მომზადებაში. არსებობს ბევრი ხელმოსაწვდომი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ ამაში.
  • კვება და ფიზიკური ვარჯიში: დაბალანსებული კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სიმპტომებთან გამკლავებასა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის სენარჩუნებაში.

საუბარი მენსტრუაციის შესახებ

მენსტრუაციის დაწყება შეიძლება განსაცვიფრებელი იყოს და მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. სავსებით ნორმალურია კითხვების დასმა ან დაურწმუნებლობის შეგრძნება. ამაზე საუბარი ვინმესთან, ვისაც ენდობით - მშობელთან, აღმზრდელთან, უფროს ძმასთან ან დასთან ან მედიცინის მუშაკთან - შეიძლება დაგეხმაროთ - მოგცეთ სიმტკიცე, რჩევა და მხარდაჭერა. მენსტრუაციის დაწყება ზრდის ბუნებრივი, ჯანსაღი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან და კორექტირებებთან, ის ასევე არის შესაძლებლობა გაიგოთ მეტი თქვენი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ. გახსოვდეთ, რომ კითხვების დასმა, დახმარების თხოვნა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი - ნორმალური მოვლენაა. თქვენი მოგზაურობა მენსტრუაციასთან ერტად არის პირადი მოგზაურობა და არსებობს მრავალი მხარდამჭერი სამსახური, რომელიც დაგეხმარებათ მასში ორიენტირდეთ.

კომპანია Kimberly-Clark არ იძლევა არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას ინფორმაციის სისრულესთან ან სიზუსტესთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სახელმძღვანელოდ და არ უნდა შეცვალოს პროფესიონალური სამედიცინო კონსულტაცია ან სამედიცინო მუშაკების სხვა რეკომენდაციები.