მენსტრუაციის შესახებ

მენსტრუალური ჰიგიენა

2 წუთი
მენსტრუალური ჰიგიენა

შესავალი

გოგონებო, დროა ვისაუბროთ პირად თემებზე! ქალის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი თემაა ყველა გოგონას ცხოვრებაში, რომელიც გვეხმარება დავიცვათ თავი ინფექციებისა და არასასურველი დაავადებებისაგან.

სტატია

გოგონებო, დროა ვისაუბროთ პირად თემებზე! ქალის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი თემაა ყველა გოგონას ცხოვრებაში, რომელიც გვეხმარება დავიცვათ თავი ინფექციებისა და არასასურველი დაავადებებისაგან.

ვულვა. მოდით ჯერ ერთი რამ გავარკვიოთ. საშო არის საშვილოსნოში გასასვლელი, ხოლო მის ირგვლივ და მის გარეთ არსებულ ადგილს ვულვა ეწოდება.

გახსოვდეთ, რომ ვულვა არის კანი, ამიტომ შეიძლება თავი იჩინოს ანთებითმა პროცესმა ან გაღიზიანებამ, როგორც გამონაყარმა სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე. თუ მდგომარეობა გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სცადეთ შემდეგი:

  • კარგად გარეცხეთ საცვალი, ისე, რომ მოშორდეს სარეცხი საშუალების ყველა ლაქა.
  • გამოიყენეთ ხარისხიანი სარეცხის კონდიციონერი
  • შხაპის მიღებისას ეცადეთ არ მოიქავოთ!
  • გამოიყენეთ ანტისეპტიკური ტალკი ქავილის შესამცირებლად.
  • მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმელს, რამაც შეიძლება გააძლიეროს გაღიზიანება აღნიშნულ მიდამოში.
  • არ გაიპარსოთ და არ გაიკეთოთ ცვილოვანი ეპილაცია, სანამ გაღიზიანება არ გადაივლის.

აი რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი საშო სუფთა და ინფექციებისგან დაცული იყოს:

  • დაიბანეთ ხელები ტამპონის
  • შეყვანამდე და მისი შეყვანის შემდეგ.
  • დაიცავით პირადი ჰიგიენა ყოველდღიურად – საჭიროა შხაპის მიღება, დაბანა ან ბანაობა დღეში ერთხელ ან ორჯერ.
  • მოერიდეთ ვაგინალურ კოსმეტიკას, როგორიცაა პუდრი ან სუნამო.
  • დაბანისას გამოიყენეთ უსუნო საპონი.
  • არ გაუზიაროთ ტანსახოცი სხვა ადამიანებს.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ და ყურადღება მიაქციეთ კვებას.
  • თუ შესაძლებელია, ჩაიცვით 100% ბამბის საცვალი.
  • არ ატაროთ ძალიან დიდხანს ვიწრო ჯინსები, განსაკუთრებით ქავილიანი გამონადენის დროს.
  • რეგულარულად ცვალეთ საფენები და ტამპონები.

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ამ სიმპტომებიდან:

  • ქავილი,
  • გაღიზიანება ან ტკივილი საშოში შესასვლელთან.
  • წვა ტუალეტით სარგებლობისას.
  • გახშირებული ან უჩვეულო გამონადენი.
  • შეშუპება სასქესო ორგანოების მიდამოებში.
  • უხვი სისხლდენა.
  • უსიამოვნო სუნი.
კომპანია Kimberly-Clark არ იძლევა არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას ინფორმაციის სისრულესთან ან სიზუსტესთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სახელმძღვანელოდ და არ უნდა შეცვალოს პროფესიონალური სამედიცინო კონსულტაცია ან სამედიცინო მუშაკების სხვა რეკომენდაციები.