გინეკოლოგთან ვიზიტის გზამკვლევი
შესავალი
გინეკოლოგთან პირველმა ვიზიტმა შეიძლება გამოიწვიოს არაერთგვაროვანი ემოციები - მოლოდინი, ღელვა, უხერხულობა და ცნობისმოყვარეობა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობის აქტიური მართვისა და თვითმოვლისაკენ. იმის ცოდნა, თუ რას უნდა ველოდოთ, დაგეხმარებათ დაამშვიდოთ თქვენი ნერვები და გახადოთ ეს სამედიცინო დახმარენის გაწევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი მეტად კომფორტული და პროდუქტიული.
სტატია
გინეკოლოგთან პირველმა ვიზიტმა შეიძლება გამოიწვიოს არაერთგვაროვანი ემოციები - მოლოდინი, ღელვა, უხერხულობა და ცნობისმოყვარეობა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობის აქტიური მართვისა და თვითმოვლისაკენ. იმის ცოდნა, თუ რას უნდა ველოდოთ, დაგეხმარებათ დაამშვიდოთ თქვენი ნერვები და გახადოთ ეს სამედიცინო დახმარენის გაწევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი მეტად კომფორტული და პროდუქტიული.
რატომ უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?
გინეკოლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზდება ქალთა ჯანმრთელობაზე, კერძოდ ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე. რეგულარული ვიზიტები აუცილებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგისა და შესანარჩუნებლად და ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უნაყოფობა და ქალთა ორგანოების კიბო.
როდის უნდა დაიწყოს გინეკოლოგთან ვიზიტი?
მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის (ACOG) რეკომენდაციით გოგონებმა გინეკოლოგთან ვიზიტი 13-დან 15 წლამდე ასაკში ან სექსუალური აქტივობის შემდეგ უნდა დაიწყონ, იმის მიხედვით თუ რომელი მდგომარეობა დადგა პირველი. რეგულარული გამოკვლევები უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ვიზიტისათვის მზადება
იმის ცოდნამ, თუ რას უნდა ველოდოთ, აღნიშნული გამოცდილება შეიძლება მეტად საშიში გახადოს.
დანიშვნამდე:
- აირჩიეთ სწორი ექიმი: იპოვეთ გინეკოლოგი, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს სქესს, გამოცდილებას, სპეციალიზაციას ან პაციენტების გამოხმაურებას.
- იცოდეთ თქვენი ავადმყოფობის ისტორია: მზად იყავით მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ავადმყოფობის ისტორიის, სექსუალური აქტივობის, კონტრაცეპტივების გამოყენების, მენსტრუალური ციკლისა და ნებისმიერი სიმპტომის ან პრობლემის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.
- დაგეგმეთ თქვენი მიღება: თუ შესაძლებელია, ჩაეწერეთ მიღებაზე, როდესაც არ გაქვთ მენსტრუაცია, რადგან ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს გარკვეული ანალიზების ჩატარებას. თუმცა, თუ წარმოგეშვათ მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მოგთხოვონ ვიზიტი მენსტრუაციის დროს.
რა ხდება ვიზიტის დროს?
პირველადი ვიზიტი ჩვეულებრივ მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად შემოწმებას და თქვენი ავადმყოფობის ისტორიის, სექსუალური აქტივობისა და მენსტრუალური ციკლის განხილვას. თქვენი ასაკისა და სექსუალური ისტორიიდან გამომდინარე, ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს:
- გარეთა სასქესო ორგანოების შემოწმება: ექიმი ვიზუალურად შეამოწმებს ვულვას (გარეთა სასქესო ორგანოებს) რათა შეამოწმოს რაიმე გადახრების არსებობა ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ნიშნები.
- გინეკოლოგიური გამოკვლევა: ზოგადად რეკომენდებულია 21 წელზე უფროსი ასაკის ან აცტიური სქესობრივი ცხოვრების მქონე ქალებისათვის, ეს დათვალიერება მოიცავს რეპროდუქციული ორგანოების ვიზუალურ და ფიზიკურ დათვალიერებას, საშვილოსნოს ყელის, საშოსა და საკვერცხეების ჩათვლით. ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, მაგრამ არ უნდა იყოს მტკივნეული.
- პაპ ნაცხი: ჩვეულებრივ, 21 წელზე უფროსი ასაკის ქალებში გინეკოლოგიური გამოკვლების ფარგლებში პაპ ნაცხი ამოწმებს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე ან ავთვისებიანი უჯრედების არსებობას. ექიმი აიღებს უჯრედების ნიმუშს თქვენი საშვილოსნოს ყელიდან პატარა ფუნჯის ან სპატულის გამოყენებით.
- სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა: თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს მკერდის კლინიკური გამოკვლევა, სიმსივნეებისა და სხვა ანომალიების არსებობის შესამოწმებლად.
შემოწმების შემდეგ
გამოკვლევის დასრულების შემდეგ, თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ნებისმიერ შედეგს. თუ აგიღეს პაპ ნაცხი, შედეგების შესახებ გეცნობებათ რამდენიმე დღეში- კვირაში. გახსოვდეთ, რომ გინეკოლოგთან თქვენი ვიზიტი - თქვენი დროა. იყავით ღია და გულწრფელი თქვენი ვარაუდების მიმართ, დასვით შეკითხვები და დარწმუნდით, რომ გესმით თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია და ინსტრუქციები. გინეკოლოგთან ვიზიტი თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის განუყრელი ნაწილია და არასოდეს უნდა შეგეშინდეთ ისაუბროთ თქვენი კომფორტისა და გაგების შესახებ.