ტოქსიკური შოკის სინდრომი
შესავალი
ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, მათ შორის მამაკაცებსა და ბავშვებსაც კი, მაგრამ შემთხვევების დაახლოებით ნახევარი ქალებზე მოდის მენსტრუაციის დროს.
სტატია
ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, მათ შორის მამაკაცებსა და ბავშვებსაც კი, მაგრამ შემთხვევების დაახლოებით ნახევარი ქალებზე მოდის მენსტრუაციის დროს.
ტოქსიკური შოკის სინდრომი, ან ტშს, - არის ტამპონების გამოყენების იშვიათი, მაგრამ ძალიან საშიში შედეგი. ის ვითარდება იმის გამო, რომ მენსტრუალური სისხლისა და ტამპონის კომპონენტებისგან შემდგარ „კვებით გარემოში“ იწყებენ გამრავლებას ბაქტერიები - ოქროსფერი სტაფილოკოკიები. ისინი გამოყოფენ ტოქსინს სახელწოდებით TSST-1 ("ტოქსიკური შოკის სინდრომის ტოქსინი-1") - სწორედ ის იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ აშლილობას, რომლის დროსაც მატულობს ტემპერატურა, ეცემა წნევა და ქალის ორგანოები აღარ ფუნქციონირებენ.
ტოქსიკური შოკის სინდრომის სიმპტომები შეიძლება ძალიან სწრაფად წარმოჩნდეს და ძალიან ჰგავს მძიმე გრიპის სიმპტომებს. მათ შეიძლება გამოიწვიონ:
-
უეცარი თავის ტკივილი.
-
კუნთის სპაზმები.
-
მაღალი ტემპერატურა 39°C ან მეტი.
-
ციებ-ცხელება და ცივი ოფლიანობა.
-
ღებინება ან დიარეა.
-
თავბრუსხვევა, სისუსტე და გულის წასვლა.
გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე.
გახსოვდეთ, რომ ტოქსიკური შოკის სინდრომის ყველა შემთხვევა არ არის ზუსტად ერთნაირი და ყველა ეს სიმპტომი ყოველთვის არ ვლინდება. თუ ტამპონის გამოყენებისას რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის მცირე ალბათობა მაინც არსებობს, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.
დღეს, ორი მილიონი ქალიდან მხოლოდ ერთს უვითარდება ტშს. თუმცა, მიუხედავად ძალიან დაბალი რისკისა ბევრს ეშინია ტამპონების გამოყენება, განსაკუთრებით ღამით, ან შიშობენ, რომ დაავიწყდებათ დროულად ტამპონის შეცვლა.
აი რამდენიმე გზა ტოქსიკური შოკის სინდრომის განვითარების რისკის შესამცირებლად:
ყოველთვის დაიბანეთ ხელები ტამპონის ჩასმამდე და მისი ჩასმის შემდეგ.
ამოიღეთ ტამპონი შესაფუთიდან ისე, რომ არ შეეხოთ ტამპონს, რათა თავიდან ავირიდოთ მისი დაბინძურება.
-
ყოველთვის ამოიღეთ გამოყენებული ტამპონი სხვა ტამპონის ჩასმამდე.
-
არ არის რეკომენდებული ტამპონის გამოყენება მენსტრუაციის ბოლოს, ვინაიდან საშო გამომშრალია და შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ ტამპონს ატარებთ.
-
ტამპონი 4 საათში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოთ. უხვი სისხლდენის შემთხვევაში უფრო ხშირადაც კი.
არ ისარგებლოთ ტამპონებით ღამით. ჯერ ერთი, მათი გამოცვლა საჭიროა ყოველ 4 საათში ერთხელ და მეორეც, როდესაც წევხართ სიმძიმის ძალას არ შეუძლია სისხლის ტამპონში შეწოვა ისე, როგორც დღისით სიარულისას.